ლევან ღვინჯილიას საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებს

ლევან ღვინჯილიას საგანგებო მიმართვა ჟურნალისტებსენათმეცნიერის ლევან ღვინჯილიას საგანგებო მიმართვა ყველა იმ ჟურნალისტს ეძღვნება, ვინც მშობლიურ ენაზე საუბრობს:

“2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “სახელმწიფო ენის შესახებ”.

ხომ არ გახსენდებათ, ამ ხნის განმავლობაში, თუნდაც ერთი ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც სიუჟეტი მიუძღვნა ქვეყანაში სახელმწიფო ენის მდგომარეობის თემას?

ცხადია, 14 აპრილს დედაენის ძეგლთან ყვავილების მიტანის სავალმოსახდელო აქცია არ ითვლება.

სხვა?

იქნებ ეს თემა სახელმწიფოებრივად და ჟურნალისტურად უინტერესოა “მთაწმინდიდან გამოქანების” ან “საახალწლო ნაძვის ხის სიგრძესთან” შედარებით?

რა დროს ეგეთებია, ახლაღა გამახსენდა, რომ ამ წლის ბოლო დღეა.

გილოცავთ 2020-ის დადგომას: ინგა, ნინო, ვახო, ჟიჟი, ნიკა, ეკა, გიორგი, დავით (აქუ), ნინო, სხვანო და სხვანო… დაე, იარეთ, იარეთ, იარეთ! ამინ!

“რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო”, სულ დაგავიწყდათ არა?!”