10 დეკემბერი, 2019

ლევან გელბახიანი ამერიკაში დააჯილდოვეს

ლევან გელბახიანი ამერიკაში დააჯილდოვესქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკაში დააჯილდოვეს.

ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის მას ნიუ მექსიკოს კინო კრიტიკოსთა ჯილდო გადაეცა.

ლევანმა გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.

ლევან გელბახიანი საუკეთესო მამაკაც მსახიობად სარაევოს, ვალიადოლიდის და მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალებზეც დაასახელეს და სპეციალური პრიზებიც გადასცეს.