25 დეკემბერი, 2019

ხელოვანების საგანგებო წერილი

ხელოვანების საგანგებო წერილიქართველი ხელოვანების საგანგებო წერილი აერთიანებს ქართულ თეატრში, კინოში, მხატვრობაში, ქანდაკებაში, ქორეოგრაფიაში, მუსიკაში მოღვაწე ადამიანებს.

წერილობით მათ საქართველოს პრემიერა მინისტრს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს. მათი მოთხოვნაა კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადება და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა.

“მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი არის მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით. სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტ-ექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.

ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი.

ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ.

საგანგებო წერილს ხელს აწერენ: თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, ლანა ღოღობერიძე, კახი კავსაძე, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, ნანული სარაჯიშვილი, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, ნანი ჩიქვინიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, ეთერ თათარაიძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, თათული დოლიძე, გიორგი კალანდია, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, მარინა კახიანი, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, მანანა მენაბდე, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ავთანდილ ვარსიმაშვილი, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი, თამარ ლორთქიფანიძე, მანანა ანთაძე…