12 დეკემბერი, 2019

ის, რაც გიორგი კეკელიძეზე უნდა იცოდეთ

ის, რაც გიორგი კეკელიძეზე უნდა იცოდეთეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელზე გიორგი კეკელიძეზე და მის საქმეებზე თითქმის ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ის, რასაც აკა სინჯიკაშვილი გვიყვება, მას სულ სხვანირად წარმოგვიდგენს:

“მაგარ ქართველებზე როცა მეკითხებიან, ეს კაცი ერთ-ერთი პირველია ხოლმე ვინც მახსენდება.

გიორგი კეკელიძე 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორია. არ დაუწყია სხვა სახელმწიფო მოხელეებივით ქონების დაგროვება. ერთადერთი საჯარო პირია მთელ ქვეყანაში, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არასოდეს არ აუღია არც ერთი პრემია, დანამატი და ფინანსური წახალისება. პირიქით, მისი ხელფასიდან, ნაწილი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა ფონდში ირიცხება. საჭმელის დასარიგებლად თავისი პირადი მანქანა მათხოვა იქამდე, სანამ არ მოვუსპე მთლიანად.

უამრავჯერ პირადად თვითონ დამხმარებია ტანსაცმლის მოგროვებაში და ადამიანებზე ზრუნვაში. რა გინდა სთხოვოს ადამიანმა, რომ ოდნავ მაინც თუ შეუძლია, თან არ გადაგყვეს.

“ბიბლიოთეკა” რომ რამე სიტყვას ნიშნავს ამ ქვეყანაში, პირადად ამ კაცის დამსახურებაა. ფეხით აქვს მოვლილი თითქმის ყველა სოფელი, ათასობით ბავშვი რომ წიგნს კითხულობს რეგიონებში და სადაც ჩავალ, მისი დატოვებული კვალი რომ მხვდება, აი, ამისთვის მინდა მადლობა რომ ვუთხრა.

შვილიშვილებთან ვიამაყებ, რომ ჩემი მეგობარია, ნაღდი ქართველი კაცური კაცი! მიდი, გიო, მაგარი საქმეები უკვე გაკეთებული გაქვს, წინ სასწაული საქმეებია!”

ის, რაც გიორგი კეკელიძეზე უნდა იცოდეთ