17 დეკემბერი, 2019

ილია ყავლაშვილი – საქართველოზე შეყვარებული ფერეიდნელი

ილია ყავლაშვილი - საქართველოზე შეყვარებული ფერეიდნელი13 წლის ილია ყავლაშვილი იგივე სამან ყალანი შორეულ ფერეიდანში ცხოვრობს და თავის სამშობლოს – საქართველოს ბავშვობიდან ერტფის. ილიამ ქართული ანბანი შეისწავლა და საქართველოს ლექსიც კი მიუძღვნა.

ნიაზ ზოსიძე:

“13 წლის ილია ყავლაშვილი (სამან ყალანი) შორეულ ფერეიდანში ცხოვრობს. მისი წინაპარი სისხლიანმა შაჰ აბასმა 400 წლის წინ ააოტა საქართველოდან.

5 დღე მოუნდა ილიას ქართული ანბანი რომ გაენასკვა და ეს ლექსი ჩვენი გულისგულიანი ბელა ქებურიას პატრონაჟით დაფუძნებულ ლექსის კონკურს ,,ზღვაურში” გამოეგზავნა…

და… საკვირველია, იქ, იმ პირობებში, ამდენი ხნის შემდეგ ქართული კიდევ რომ ხმიანობს…
ჯერ მე ვიცრემლე, ილიამ ლექსი რომ გამაცნო…

მერე ბელამ მომაცრემლა, ,,ზღვაური” ამადაც ღირდაო…

მერე სკოლა ,,გორდამ” გამოარჩია ილია კონკურსიდან და ძვირფასი საჩუქარი გადმომცა მისთვის…
და ბოლოს… აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ათასნაირი საჩუქრები უსახსოვრა ფერეიდნელ ჭაბუკს…

მიყვარს ილია, ქართულ სიტყვას და ქართულ ანბანს ასე რომ ეგურგურება…
ამონარიდი ლექსიდან:

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო, გ ე ს ა ლ მ ე ბ ი!..

,,მე ილია მარტყოფელი,
ფერეიდნელი,
ჩემ სოფელი მთების
შუა ჩამალული,
პატარა ვარ დიდი გულით,
საქართველო გესალმები!
შენ ქართველო, თბილი გულით
გენაცვლები!”

ილია ყავლაშვილი - საქართველოზე შეყვარებული ფერეიდნელი

ილია ყავლაშვილი - საქართველოზე შეყვარებული ფერეიდნელი