3 დეკემბერი, 2019

გურამ ქართველიშვილის მძიმე სიმართლე

სიმართლე თვალის სინათლე – მწერალ გურამ ქართველიშვილის თითოეული ჩანაწერი, სწორედ მწარე სიმართლისთვის გვასწორებინებს თვალს, ამიტომაც აქვს მის ლექსს ასეთი შესავალი:

“რომც შემაგინო წაკითხვისას, მაინც იტყვი გულში, რომ ეს მძიმე სიმართლეა. რაღა თქმა უნდა, თუ ამავე ლექსის ცოცხალი პერსონაჟი არ ხარ…

ეროვნულ-ვაქჰანალიური

საღი აზრი საქართველოს პრობლემაა დიდი
მას იბრალებს ყველა გიჟი, უვიცი და ფლიდი,
საღი სიტყვა უსახლ-კაროდ წარმავალში კვდება,
მისი ,,ზონა” მოიხაზა გარყვნილება-ვნებამ…

,,საღი აზრი” – ბიძგვინაა, გადამგდები – მიშა,
საღ აზრს აღარ დაუტოვეს საარსებო ნიშა,
ჭკუას არის მოკლებული ,,დიდთა გვამთა” გონი,
საღ აზრს ვეღარც სუფრა იტევს, ვეღარც ამბიონი….

უპატრონოდ ,,დაეთრევა” აზრი ,,რუსთაველის”
არვის ახსოვს ნააზრევი ,,ილიას” და ,,ქველის”,
საღი აზრი პანთეონის ბინადრადღა დარჩა,
აღარც შვილზე ზრუნვა გვინდა, არც ქვეყნისთვის გარჯა…

შევატოვეთ საქართველო ,,მაღლაფერთა”, ,,სინდისს”
წარაკუა ,,პატრიოტთა” ,,რეჩებსა” და ტიტინს
ბელადებად ავირჩიეთ აფერისტი, ფული,
მთლად იუდებს ვანაცვალეთ სვეტიცხოვლის გული..

,,უმაღლესთა იერარქთა” – ვლოცეთ სატანები,
საკუთარი ინტერესის ,,ლოცვად ჩატანებით”,
ხალხზე მაღლა დავაყენეთ მათი ფლიდი აზრი,
ერი მათზე გავასწორეთ ჰონორართა გაზრდით,

,,საღი აზრი”, ხალხში დადის აფეთქებას ლამობს,
მას – დევნიან, აჩუმებენ, სათქმელს ვერსად ამბობს,
უტვინობის ინერციას შეაჩერებს ღმერთი,
მარად ჩვენი იმედი და მწყემსი ერთადერთი…”
ფრთხილად, ხელი არ წაგცდეთ მშიშრებს და არ გააზიაროთ შემთხვევით…