გიორგი ონიანის წინასაახალწლო თხოვნა

გიორგი ონიანის წინასაახალწლო თხოვნაოპერის მომღერლის გიორგი ონიანის წინასაახალწლო თხოვნა რთული შესასრულებელი ნამდვილად არ არის – მას სურს რომ ახალ წელს პიროტექნიკაზე უარი ვთქვათ:

“მე არ ვიყენებ პიროტექნიკას საახალწლოდ! ყოველ წელს საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებისას ათეულობით ადამიანი კარგავს კიდურებს, იღებს დამწვრობას, ბევრმა დაკარგა თვალი და მხედველობა…

ნუ იყიდი ე.წ. “ხლაპუშკებს”! შეიძლება შემდეგი მსხვერპლი თქვენი შვილი აღმოჩნდეს…

წინასწარ არავინ იცის ვის აუფეთქდება ხელში, ამიტომ იყავით გონივრები და არ შეიძინოთ, სანამ მთავრობას ეყოფა გონიერება და საერთოდ აკრძალავს მის შემოტანას და რეალიზაციას.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!”