6 დეკემბერი, 2019

განსაკუთრებული საჩუქარი ბუბა კიკაბიძეს

განსაკუთრებული საჩუქარი ბუბა კიკაბიძესმსახიობსა და მომღერალს ბუბა კიკაბიძეს განსაკუთრებული საჩუქარი ბელორუსის დედაქალაქში მოუმზადეს.

მინსკში გაიხსნა “ვარსკვლავების ხეივანი” და დაიდგა პირველი ქანდაკებაც – ბუბა კიკაბიძის გმირის – ვალიკო მიზანდარის სკულპტურა გია დანელიას ფილმიდან “მიმინო”.

ქანდაკება თავად ქართველმა ხელოვანმა გახსნა, რომელიც ამ ღონისძიებისთვის მინსკში სპეციალურად ჩავიდა.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, “მიმინოს” გმირების ძეგლები ბევრგან დგას – ერევანში, მოსკოვში, თბილისში და ამერიკაშიც კი. ისინი რესტორნების სიახლოვეს არიან განთავსებული და ამიტომ ბევრს ჰგონია, რომ ის რესტორნები ბუბა კიკაბიძის კუთვნილებაა.

მინსკში ვიზიტი კონცერტით დასრულდა, რომელზეც ბუბასთან ერთად ნანი ბრეგვაძემაც იმღერა. ის მინსკში შვილთან და შვილიშვილთან ერთად სპეციალურად ჩაფრინდა.

განსაკუთრებული საჩუქარი ბუბა კიკაბიძეს

განსაკუთრებული საჩუქარი ბუბა კიკაბიძეს