ეკა ნიჟარაძე ახალი გამოწვევის წინაშე

ეკა ნიჟარაძე ახალი გამოწვევის წინაშემსახიობი ეკა ნიჟარაძე მალე მაყურებლის წინაშე სრულიად ახალ ამპლუაში წარსდგება.

იგი “მთავარ არხზე” ახალი გადაცემის “შუაღამე” წამყვანი იქნება და მაყურებელს ლელა წურწუმიასთან, ილო ბეროშვილთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე ესაუბრება.

მსახიობისთვის ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იგი გადაცემაში არა სტუმრის სტატუსით, არამედ წამყვანის სტატუსითაა, ამიტომ განსაკუთრებით ღელავს და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.