ქართველი კინორეჟისორის მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “დიდი მწვანე ველი” XX საუკუნის 100 მსოფლიო შედევრის ჩამონათვალში მოხვდა.
ინფორმაცია ამის შესახებ მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა გაავრცელა:
“ქართული შედევრი, სადაც მთავარ როლს დედაჩემი თამაშობს.
მეოცე საუკუნის 100 მსოფლიო შედევრში არის განთავსებული ეს გენიალური ფილმი – “დიდი მწვანე ველი”.