2 დეკემბერი, 2019

დანგრევისთვის განწირული ეკლესია პირიქითა ხევსურეთში

დანგრევისთვის განწირული ეკლესია პირიქითა ხევსურეთშიპირიქითა ხევსურეთში,  სოფელ არდოტში დანგრევისთვის განწირული დედა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.

ნიკო მურღვა არდოტელი:

“პირიქითა ხევსურეთის სოფელ არდოტში, საუკუნეების წინ აშენებული, ამჟამად გუმბათმორღვეული და დანგრევისთვის განწირული დედა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.

ეს საყდარი მოქმედი იყო კომუნისტების შემოსვლამდე (1922წ).

2004 წელს მცხეთა-მთიანეთის და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსმა იეგუდიელმა დიდი ხნის შემდეგ, ჩაატარა წირვა ლოცვა, ასევე აღესრულა ნათლობა და ჯვრისწერაც.

სოფელ არდოტისთვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დიდი სიწმინდეა.

მოგმართავთ თხოვნით, ვისაც ეს ხელგეწიფებათ: პირველ რიგში, ხელისუფალთ! საპატრიარქოს,ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და სამშობლოს პატრიოტ, თავდადებულ ადამიანებს!

გავერთიანდეთ! გადავარჩინოთ და აღვადგინოთ! საქართველოს ჩრდილოეთ კარიბჭესთან არდოტის დედა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია!”

დანგრევისთვის განწირული ეკლესია პირიქითა ხევსურეთში

დანგრევისთვის განწირული ეკლესია პირიქითა ხევსურეთში