25 დეკემბერი, 2019

ჩვენი უმთავრესი პრობლემა გოგა ჩანადირის თვალით

ჩვენი უმთავრესი პრობლემა გოგა ჩანადირის თვალითფოტოხელოვან გოგა ჩანადირის თვალით ჩვენი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ ვფლანგავთ უდიდეს ენერგიას, რომელიც სახელმწიფოს აშენებას სჭირდება:

“ჩვენი პრობლემა ის არის, რომ უდიდეს ენერგიას ვფლანგავთ. აი, იმ ენერგიას, სახელმწიფოს აშენებას რომ სჭირდება.

განა გარეძალები ამას ვერ ხედავენ?

მშვენივრადაც. ერთმანეთს გვაქსევენ და გვაჭმევინებენ, რომ დავსუსტდეთ, დავუძლურდეთ, ვერ შევდგეთ, ვერ განვვითარდეთ, ერთი ადგილი ვტკეპნოთ.

ნუთუ ამას ვერ ვხვდებით?

ნუთუ ვერ ვიაზრებთ, რომ მტერს წისქვილზე წყალს ვუსხამთ?

ნუთუ, ასე დაგვებინდა გონება, რომ ლანძღვა-დაჭმის მეტი გამოსავალი ვერ გვიპოვნია?

დასუსტებულებს ადვილად გადაგვივლიან, გადაგვჯეგენ და უკან დაგვრჩება საქართველოც, არჩევნებიცა და სავარძლებიც.”