6 დეკემბერი, 2019

ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი თბილისში

ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი თბილისშიბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი თბილისში ჩამოვა და 14 დეკემბერს პოლონურ მუსიკას ააჟღერებს.

ელისო ვირსალაძის ცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში წარმოადგენს პროექტის “კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” დასკვნით კონცერტს.

პიანისტი შიმონ ნერინგი და ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი პოლონეთიდან დირიჟორ მირიან ხუხუნაიშვილთან ერთად შეასრულებს პენდერეცკის, შოპენის, გრიგისა და კარლოვიჩის ნაწარმოებებს.

ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრი ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრია პოლონეთში.

პიანისტი შიმონ ნერინგი კი ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი და პერსპექტიული პიანისტია. 2017 წელს არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში თელ-ავივში პირველი პრიზი და რამდენიმე სხვა ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „პრიზი შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის“.

დასკვნითი საღამოს საკონცერტო პროგრამაშია:

პენდერეცკი – პოლონური რეკვიემი – Aგნუს Dეი (ბორის პერგამენშიკოვის არანჟირება სიმებიანი ორკესტრისთვის);

შოპენი – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის №2, ფა მინორი, თხზ. 21;

გრიგი – სიმებიანი კვარტეტი №1, სოლ მინორი (ვერსია სიმებიანი ორკესტრისათვის);

კარლოვიჩი – სერენადა სიმებიანი ორკესტრისათვის, ვალსი.

კონცერტის ჩატარების ადგილი: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზ. №6

ბილეთები იყიდება: www.biletebi.ge
https://biletebi.ge/classical-music-in-alternative-environment/Schedule
ჭავაჭავაძის №7 (ბიბლუს გალერი)
კანდელაკის №3 UniPAY
ხიზანიშვილის №3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს)
UniPAY წერეთლის №77ა UniPAY