9 დეკემბერი, 2019

ბარბარა სამხარაძეს გულს ტკენენ

ბარბარა სამხარაძეს გულს ტკენენპროექტ “ნიჭიერის” და მუსიკალური შოუს “საქართველოს ვარსკვლავის” მონაწილეს ბარბარა სამხარაძეს გულს ტკენენ.

მაყურებელთა ნაწილი მის გარეგნობას, ვარცხნილობასა და ჩაცმულობას აკრიტიკებს.

ბარბარა სამხარაძე:

“ცოტა რამ ჩემს გამოსვლაზე:
ეს რა ღამის პერანგი ეცვაო;
თმა როგორ ჰქონდაო;
მაკიაჟი არ უხდებოდაო;
კაბაზე ხელს რატომ იკიდებდაო;
თმას რატომ ისწორებდაო;
რას დააფორთხილებდა იმხელა კაბასო;
20 კილო რო ,,ჩამოიგლიჯოს” უფრო კარგი იქნებაო;
სირცხვილია ამხელა რომ სცენაზე დგასო.

უკაცრავად დააა…
საერთოდ ვიმღერე?

საერთაშორისო მუსიკალურმა პროდიუსერმა მომწერა შვეიცარიიდან, ,,შენს გამოსვლას ვუყურე და აღფრთოვანებული ვარ, წარმატებას გისურვებ და ველოდებით შემდეგ ჰიტებს”-ო…

თქვენ რა გჭირთ ხალხო???

რით ვერ დავამთხვიე ტანი, თმა, ჩაცმა და ხმა ერთმანეთს თქვენს მოსაწონად???

მაგრამ როგორც ფროსტმა აღნიშნა:
“რაღაც ყოველთვის გვაფერხებდა და გვასუსტებდა იქამდე, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ეს რაღაც ჩვენ ვიყავით.”

მადლობა ჩემს გულშემატკივარს, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.
მადლობა, რომ მიღებთ ისეთს, როგორიც ვარ. ჯერ ყველაფერი წინაა!”