1 დეკემბერი, 2019

ანა მამულაშვილის განსაკუთრებული ისტორია

ანა მამულაშვილის განსაკუთრებული ისტორიაჟურნალისტ ანა მამულაშვილის ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ისტორია სიმსივნით დაავადებული ადამიანებისთვის მაგალითად უნდა იქცეს.

ანა 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დამარცხდა. ორი შვილის დედას ყოველთვის სჯეროდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდა.

ანა მაყურებელმა ტელეკომპანია “ჯიდიესის” გადაცემებიდან გაიცნო. მას კახა კინწურაშვილთან ერთად გასართობი შოუ “ერთი ერთში” მიჰყავდა, შემდეგ კი ამავე არხზე დილის გადაცემის წამყვანი იყო.

ანას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა კოლეგამ, “იმედის” ჟურნალისტმა მარიამ ოშხნელმა გაავრცელა:

“ნამდვილი მზე!
სულ რომ იღიმოდა!
კიდევ ერთი მებრძოლი გოგო წავიდა დღეს.”