უპასუხეთ სოფო გელოვანს

უპასუხეთ სოფო გელოვანსმომღერალ სოფო გელოვანს გულწრფელად აინტერესებს პასუხი კითხვაზე, რა არის სახელისუფლებო სკამებში ისეთი განსაკუთრებული, რის გამოც მთავრობა ადამიანებს ასე წირავს:

“აი, ხელისუფლებაში როცა არიან და ხედავენ ასეთ მდგომარეობას ხალხში, მოთხოვნას, რომ მორჩა უნდა წავიდნენ!

ადრეც ასე იყო და ახლაც ასეა – მაინტერესებს მათი ფსიქოლოგია, როგორ ვერ ელევიან სკამებს, ძალაუფლებას, რაში სჭირდებათ ასეთი ცხოვრება?

როგორ შეიძლება ასე ფეხზე გეკიდოს შენი ხალხი და ქვეყანა, ან არ გეშინოდეს, რომ ეს ყველაფერი უკან დაგიბრუნდება.

რა არის ამ სკამებში განსაკუთრებული, ამიხსენით!”