13 ნოემბერი, 2019

უხამსი შეთავაზება დინა მირცხულავას

უხამსი შეთავაზება დინა მირცხულავასმწერალ დინა მირცხულავას უხამსი შეთავაზება ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააცნო:

“წლის ან უფრო მეტი ხნის წინ, ტელეფონზე ვიღაც გოგონა დამიკავშირდა…

მითხრა, რომ ძალიან კარგად ვწერ და მისი უფროსობა დაინტერესებულია ჩემით, რომ რომელიღაც ორგანიზაციის წარმომადგენელია და შემოთავაზება აქვს…

– დაწერე წიგნი ორი გეის ან ლესბოსელის ცხოვრებაზე. ჩვენ მას გამოვცემთ, გაგიყიდით, გავიტანთ ქვეყნის გარეთ, ყველა კონკურსზე იქნება ნომინირებული და უმეტესად გამარჯვებულიც. ძალიან დიდ თანხას ჩავდებთ და უფრო მეტს ამოვიღებთ და, რა თქმა უნდა, შენს გაჭირვებასაც მოეღება ბოლო.

წინადადება მართლაც მაცდურად ჟღერდა, მაგრამ ჩემი ბუტია მუზის ამბავი რომ ვიცი, ვერ დავწერ-თქო, მაშინვე მოვახსენე…

მოსაფიქრებელი დროც კი მომცა.

არა და არა, არ გამომივა და მორჩა-მეთქი.

– მაშინ, – არ ვეთმობოდი აშკარად, – ძალადობაზე დაწერე… თითქოს ვიღაცამ იძალადა შენზე, კლასელმა, ჯგუფელმა, მასწავლებელმა, ლექტორმა და მხოლოდ ახლა გადაწყვიტე ამის გამხელა…

ზრდილობიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს…

უბრალოდ ამბავი მოვყევი ახლა…”