უარი თათია კობალაძეს ბრიტანულ “ნიჭიერში” გამგზავრებაზე

უარი თათია კობალაძეს ბრიტანულ "ნიჭიერში" გამგზავრებაზემომღერალ თათია კობალაძეს უარი ეთქვა ბრიტანული “ნიჭიერის” შესარჩევ ტურში მონაწილეობის მიღებაზე. ამის მიზეზი ბრიტანეთის საელჩოს მიერ ვიზაზე უარის თქმა გახდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველმა მომღერალმა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა ვერ შეძლო. ანალოგიური მიზეზით ბრიტანულ ნიჭიერს ოთო ნემსაძეც გამოეთიშა.

თათია კობალაძე:

“ვიზაზე უარი მითხრა ბრიტანეთის საელჩომ, რამაც უზომოდ მატკინა გული და მეგონა, ყველაფერი დამთავრდებოდა, თუმცა როდესაც ბრიტანეთში გადავგზავნე ჩემი ემოციური წერილი, მათ დაუშვეს გამონაკლისი და მომწერეს, რომ ლაივ ვიდეოებით მოხდებოდა ჩემი შერჩევა. ეს იყო უფრო დიდი სუპერ ამბავი. დამავალეს 4 ლაივ ვიდეოს გადაღება, გადავიღე, გადავაგზავნე და მომწერეს რომ 2020 წლის 10 თებერვლამდე აუცილებლად მოვა პასუხი შემდეგ ეტაპზე როდის, რომელ საათზე და სად უნდა მივიდე. ახლაც მეტირება, იმედია გადავალ და შემდეგ ჯერზე მაინც ჩამირტყამენ ვიზას.”