10 ნოემბერი, 2019

ტყუილი ნინო სუხიშვილთან დაკავშირებით

ტყუილი ნინო სუხიშვილთან დაკავშირებითნინო სუხიშვილთან დაკავშირებით ტყუილი ვრცელდება. მისი ავტორი ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინია. სწორედ მან განაცხადაერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი აღარ არის და ის დაითხოვეს.

ინტერნეტში კი საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება:

“განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებ

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.

თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას.”