12 ნოემბერი, 2019

თენგო გუმბერიძე – 15 წლის ვირტუოზი გიტარისტი

თენგო გუმბერიძე - 15 წლის ვირტუოზი გიტარისტი15 წლის ვირტუოზი გიტარისტი თენგო გუმბერიძე თავისი ნიჭიერებით უკრაინული გადაცემა “Круче всех!” სასურველი სტუმარი გახდა.

თენგოს პატარა პაკო დე ლუსიას უწოდებენ, რომელიც ესპანელი კომპოზიტორი და ვირტუოზი გიტარისტი იყო, ის აღიარებულია მსოფლიოს საუკეთესო გიტარისტად ფლამენკოს სტილში.

მოზარდი გიტარისტ ხვიჩა მაღლაკელიძის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა და როგორც თავად ამბობს, მისთვის გიტარაზე დაკვრა უდიდესი სიამოვნებაა.

გადაცემის წამყვანებმა ხვიჩაც სცენაზე მიიწვიეს და მოსწავლე-მასწავლებლის მიერ შესრულებული დუეტით ისიამოვნეს.