20 ნოემბერი, 2019

თამრიკო ჭოხონელიძე ტელეეკრანს უბრუნდება

თამრიკო ჭოხონელიძე ტელეეკრანს უბრუნდებამომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანს უბრუნდება.

მას ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე დილის გადაცემაში რუბრიკა “ერთი სიმღერის ამბავი” მიჰყავდა და მაყურებელს ქართველი კომპოზიტორების ცნობილი სიმღერების ისტორიებს აცნობდა.

ახლა კი თამრიკო ჭოხონელიძე იგივე რუბრიკით “მთავარ არხზე” გადაცემაში “შენი დილა” გამოჩნდება, სადაც სტუმრებთან ერთად ქართული სიმღერის ულამაზეს ნიმუშებზე საინტერესო და უცნობ ისტორიებს მოგვითხრობს.