სიმართლე ნინო სუხიშვილისგან

სიმართლე ნინო სუხიშვილისგანანსამბლ “სუხიშვილების” დირექტორი ნინო სუხიშვილი რეჟისორ ლევან აკინის ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებით საუბრობს:

“ჩემთან იყო ლევან აკინი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანი, კაბინეტში ვისაუბრეთ. შვედეთის საელჩოდანაც იყვნენ. ლევანს ჩვენი ანსამბლის ბაზაზე უნდოდა ფილმის გადაღება, რაზეც მე ვუთხარი, რომ ეს „სუხიშვილების“ ბაზაზე არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მეორე – ქართულ ცეკვაში მამაკაცის როლი არის მამაკაცური და აქ მთავარი ტრადიციული დატვირთვაა.

ფილმის სიუჟეტი არაბუნებრივი მომეჩვენა, თორემ არანაირად ჰომოფობიური პოზიცია არ მქონია.
ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ – კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა. ქართულ ცეკვათა უმეტესობა საერთოდ ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზეა აგებული. ამიტომ რეჟისორს ვკითხე, რატომ არ გინდათ ქალის და მამაკაცის სიყვარულის ისტორიაზე გადაიღოთ-მეთქი? მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლების მოყვარე ქართველი ერი, ძლიერი და ტრადიციული. ეს ყველა ცეკვაში და მოძრაობაში ჩანს.

მე არ მინდოდა ჩემი ანსამბლი გადაეღოთ ასეთ ფილმში, ეს იქნებოდა ხელოვნურად დადგმული ტყუილი და იმ კულტურის დაცინვა, რაზეც ვდგავართ.“