16 ნოემბერი, 2019

შევუსრულოთ გურამ დოჩანაშვილს ყველაზე დიდი ნატვრა

შევუსრულოთ გურამ დოჩანაშვილს ყველაზე დიდი ნატვრამწერალ გურამ დოჩანაშვილს ყველაზე დიდი ნატვრა ისეთი მარტივი და უბრალო აქვს, ყველამ რომ მოვინდომოთ, აუცილებლად შევუსრულებთ:

“ყველა რომ ჩემნაირი იყოს, ერთი ის ვიცი, ომი არ იქნებოდა, არ გამოიგონებოდა არავითარი ჯანდაბა და დოზანა, არ იქნებოდა ჯა-შუ-შო-ბა, ავად თვალ-თვა-ლი, ქურდობა და მკვლელობა, სამშობლო ყველას გვეყვარებოდა და სხვის სამშობლოსაც პატივს ვცემდით იქნებოდა და სასმელ-საჭმელიც ოხრად გვექნებოდა, რადგან თუ მოვინდომე, მუშაობაც კარგი შემიძლია…

დავსხდებოდით მერე, საღამოხანს, დანაყრებულნი და კეთილები, სადმე ტყის პირას, კოცონთან და ნება-ნება მოვყვებოდით ტყუილ-მართალს.”