10 ნოემბერი, 2019

სასიამოვნო სიახლე დათა თავაძისგან

სასიამოვნო სიახლე დათა თავაძისგანრეჟისორ დათა თავაძისგან სასიამოვნო სიახლეები თეატრის მოყვარულ მაყურებელს ნამდვილად არ აკლია, თუმცა სიახლე, რომელსაც იგი გერმანიის ქალაქ დრეზდენიდან გვიზიარებს, კიდევ უფრო გაგახარებთ.

ქართველმა რეჟისორმა დრეზდენის სახელმწიფო თეატრში ანა ზეგერსის რომანი “ტრანზიტი” დადგა:

“დასრულდა ჩვენი სპექტაკლის “ტრანზიტის” პრემიერა დრეზდენში. მიხარია, რომ ეს ყველაფერი მოხდა – უკვე მეორედ – და მიხარია, რომ ვბრუნდები. მიხარია, რომ ცოტა ხანი არაფერს არ დავდგამ, მაგრამ ასევე მიხარია, რომ იანვარში ბერლინის დოიჩეს თეატრში დავიწყებ რეპეტიციებს.

ძალიან დიდი მადლობა მსახიობებს, რომლებიც ამ სპექტაკლის სრულუფლებიანი თანაავტორები იყვნენ, რომ წარმოიდგინოთ, სცენაზე სამი რეჟისორი იდგა და ამის გამო ისე თამაშობდნენ, როგორც არასდროს – მორიც კინემანი, აჰმად მესგარჰა, ჰენრიეტე ჰოლცელი…

მადლობა ჩვენს მაყურებელს სითბოსთვის – ზოგიერთმა მათგანმა ძალიან დიდი გზა გამოიარა ამ სპექტაკლის სანახავად და იმედია, მოლოდინი არ გაუცრუვდათ…”