5 ნოემბერი, 2019

საშინელი განსაცდელი გიორგი გილიგაშვილის ოჯახს

საშინელი განსაცდელი გიორგი გილიგაშვილის ოჯახსმსახიობისა და მომღერლის გიორგი გილიგაშვილის ოჯახს საშინელი განსაცდელი შეემთხვა – სრულიად დაიწვა მათი საცხოვრებელი ბინა.

ლუარსაბ ტოგონიძე:

“ჩვენს კეთილ მეგობარს გიორგი გილიგაშვილს და მის ოჯახს შეემთხვა საშინელი განსაცდელი – სრულად დაიწვა მათი საცხოვრებელი ბინა.

საბედნიეროდ, ხანძარს ოჯახის ყველა წევრი უვნებლად გადაურჩა, მაგრამ ცეცხლმა გაანადგურა მათი ყოველი კუთვნილი ნივთი.

ვისაც გაქვთ დახმარების სურვილი და საშუალება შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა გიორგის პირად ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი
GE83BG0000000791885200

ნებისმიერი სახის და რაოდენობის დახმარება მადლობით იქნება მიღებული.

შეკითხვებისათვის დამიკავშირდით
ნომერზე 599 548229 ლუარსაბ ტოგონიძე.”