სანდრო ელოშვილი: “შეგვეშვით!”

სანდრო ელოშვილი: "შეგვეშვით!"მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი სანდრო ელოშვილი უფროს თაობას – მამების თაობას მიმართავს, რომლის ფუნქციაცა და პირდაპირი მოვალეობაც შემდეგ თაობაზე ზრუნვაა:

“კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაამთავრა ცხოვრება თვითმკვლელობით. ჰო, იმ სანდროს მერე ახლა ზუკამ… ასე, უბრალოდ ადგა, დაწერა პოსტი, სადაც გვაგინა ყველას და მერე თოკზე დაეკიდა…

ჰო, ყველას… პირველად რომ წავიკითხე მისი პოსტი, მე არ მეხება-მეთქი ვიფიქრე, ახლიდან გადავიკითხე და ჰო… მეც მეხება, იმიტომ, რომ ვცხოვრობთ ამ მძღენში და როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა თბილად, შესაბამისად კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

ჩვენი სიჩუმით, ჩვენი “მკიდია”-თი, ჩვენი უმოქმედობით, დაყოფით… მოვედით აქამდე რომ ეს ქვეყანა უკვე გვახრჩობს, გვგუდავს, გვკლავს…

ყველაფერი ჩემი სათქმელი თქვა, ჰო! მეც ასე ვფიქრობ, უბრალოდ თავს ვერ ვიკლავ… არადა რამდენი მიფიქრია ამაზე. ასეთი ცაში გაფრენილი თუ მიწაში ჩასული ბიჭები კი თითქოს გვიადვილებს ჩვენს თაობას ერთი “ბახ”-ის გაკეთებას.

მაინც შევეცდები არასდროს ვქნა, მიყვარს ცხოვრება, ეს ქვეყანა, ჩემი მეგობრები, ჩემი შვილები და ღმერთი, ის ღმერთი ქართული ეკლესია დღეს რომ ღრუბლებად ეფარება, ე, მანდ შემთხვევით არ დავინახოთ და ის არ გვითხრას, რასაც ფიქრობს…

ფაქტია, რომ მოდაშია უკვე თვითმკვლელობა და არა იმიტომ, რომ ჩვენ ეს მოგვწონს, უბრალოდ ვეღარ ვუძლებთ ჩვენი “მამების” ნაშენებ ქვეყანას…

ხოდა, მინდა იმ თაობას მივმართო, რომლის ფუნქციაცაა და პირდაპირი მოვალეობა შემდეგ, ანუ ჩვენს თაობაზე ზრუნვა…

არც ერთი წამით თქვენ ჩვენზე არ გიფიქრიათ, მარტო როგორც ორუელის “ცხოველების ფერმიდან” ღორების კოლტი, გაუმაძღრები, ბოღმიანები, შურიანები, ბოროტები, მკვლელები იმას ფიქრობთ, როგორ გამოტენოთ სარაიები ოქროთი, როგორ დაგიძახოთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა “ბატონო”, როგორ დახარონ თავი თქვენს დანახვაზე და შიშის ზარს სცემდეთ სამყაროს.

ჩვენ კი ამ დროს, თქვენი შვილები თავს ვიკლავთ, იმიტომ რომ მოგვი.ვით ყველგან და ყველაფერში და სანამ თქვენ, ამ მძ.რენზე აშენებულ ცათამბრჯენების ბოლო სართულზე თქვენს მდივნებს ტ..ავთ, ჩვენ, ისე რომ ვერც გვამჩნევთ, გადარჩენისთვის ვიბრძვით, ვალებში ვიხრჩობით, ვთამაშობთ, ვაგებთ, ვმათხოვრობთ, ერთმანეთს ვართმევთ, იმიტომ რომ აღარაფერი დატოვეთ გასაყოფი.

იმ ბიჭმა, რომ თავი მოიკლა, ჯერ პოლიტიკოსებს გაგინათ, ოპოზიციიან-პოზიციიანად, მერე მღვდლებს – თქვენი საეკლესიო მომსახურების მენიუ-ფასების სიიანად, მერე ბიზნესმენებს – ჩვენს უბედურებაზე რომ ტრა.იდან აყვავილდით.

ხოდა თქვენი დედა მოვ..ან მე! შეგვეშვით! გაა.ვით ამ ქვეყნიდან! ხომ დააგროვეთ იმდენი რომ ყველგან შეგიძლიათ აწყობილად იცხოვროთ?! რა გინდათ? რას გვერჩით?

სანამ ფილმ “მონანიებასავით” თქვენს შვილს არ ნახავთ თქვენივე საკოლექციო თოფიდან ტვინგახვრეტილს, მანამდე ვერაფერს მიხვდებით ხომ?

პედერასტები ხართ თუ პედოფილები, აგენტები თუ კაცის მკვლელები, ნაცები თუ ქოცები, წვერგაუპარსავები თუ ლიბერალები… რა ვიცი, კიდევ რა სიტყვებით ლანძღავთ ერთმანეთს, გაიგეთ რომ არ გვაინტერესებთ, არც თქვენი არჩევნები გვინდა, არც თქვენი რუის-ურბნისი…

უბრალოდ გაგვანებეთ თავი, კოცნაობა გვინდა, შვილებზე ჩახუტება გვინდა, ლამაზი გოგონების და ბიჭების მომღიმარი სახეები გვინდა, ცოტა ფული გვინდა ღვინის საყიდლად, ვუკრავთ, ვმღერით, ვცეკვავთ…

დანარჩენი შეკარით ბოღჩებად, ჩემოდნებად, გაავსეთ მატარებლები, გემები, თვითმფრინავები და გაააა.ვით თქვენი დედა მო..ყან და თქვენზე გამომკიდებლების ზემოდან!

ოღონდ ნუ გვხოცავთ, ოღონდ ნუ გვკლავთ! გვაცადეთ!

კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი აღარაა ცოცხალი… თქვენს ენაზე ნარკომანი, ყომარბაზი, ქუჩის ბიჭი, გარყვნილი და გათახსირებული…

ასეთია მისი ბოლო სიტყვები:
Adios amigos!
გპასუხობ მეგობარო –
Adios…”