16 ნოემბერი, 2019

რობერტ სტურუა: “ეს უდიდესი დანაშაულია!”

რობერტ სტურუას უკანასკნელი საჩუქარი გია ყანჩელსრეჟისორი რობერტ სტურუა უდიდეს დანაშაულს უწოდებს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკლესიაში – ბაგრატის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს:

“ფიქრობ, ეს უდიდესი დანაშაულია!
ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს.

ჯანდაბას, დიდებულ ბაგრატის ტაძარს ლიფტი რომ მიადგეს, ფრესკაც რომ გაანადგურეს!
და რა?…
სიჩუმე!

ასე ეჯავრებოდეს
ქართველებს
საქართველო,
მისი წარსული, სიბრძნე და ხელოვნება?!
ასე ვერ იტანდეს ქართველი თავის ისტორიას და ქართველ ხალხს?!

ყველაფრის ღირსნი ვართ!
ეკლესიებსაც წაგვართმევენ, საზღვარსაც გადმოგვიწევენ,
იერუსალიმში ჯვრის მონასტერს მიითვისებენ და
შოთას ფრესკასაც წაგვიშლიან!
შენ თვითონ არ გინდაო და მე წავიღებო!”