11 ნოემბერი, 2019

ქუჩაში დარჩენილი სერგო ფარაჯანოვის ქვრივი

ცნობილი რეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ქვრივი სვეტლანა შერბატიუკი ქუჩაში აღმოჩნდა. მას დახმარება ესაჭიროება.

მისი სახლი უკრაინაში ხანძარმა გაანადგურა. ამჟამად რეჟისორის ქვრივი მეგობრებმა შეიფარეს, რადგან მას წასასვლელი არსად აქვს.

სხვადასხვა ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ და ცნობილი რეჟისორის ქვრივს სათანადო დახმარება გაუწიონ.