22 ნოემბერი, 2019

ქართველობის საუკეთესო განმარტება აკა მორჩილაძისგან

ქართველობის საუკეთესო განმარტება აკა მორჩილაძისგანქართველობის განმარტება მწერალ აკა მორჩილაძისგან ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ზუსტი განმარტებაა:

“…წარსულის არ მეშინია, იმიტომ რომ ქართველი ვარ. მომავლისა არაფერი ვიცი, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის მოვკვდები, იმიტომ რომ ქართველი ვარ. სისულელისთვის ვიცოცხლებ, იმიტომ რომ ქართველი ვარ. წმინდა გიორგი მეყვარება ისე, რომ, არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ ქართველი ვარ. საშინელ ტყუილებს ვიტყვი, იმიტომ რომ ქართველი ვარ…

და უცებ, სიცოცხლის ერთ წამს ვიქნები ყველაზე ოქრო, მართალი და სასურველი, იმიტომ რომ ქართველი ვარ…

უხ, ძნელია ქართველობა…

როგორც ქართველები იტყვიან ხოლმე,

ძირითადად მთვრალები…“