მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე ” LISTAPAD” (ფოთოლცვენა) ქართული კინოს ნამდვილი ტრიუმფი შედგა.
ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ოთხი ჯილდო მიიღეს:
ნომინაციაში საუკეთესო სცენარი გაიმარჯვა დიმიტრი მამულიას ფილმმა “ბოროტმოქმედი”;
ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი გამარჯვებულად დასახელდა სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”;
ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი დაჯილდოვდა ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის “და ჩვენ ვიცეკვეთ”;
ნომინაციაში საუკეთესო მუსიკა კი პრიზი დიმიტრი მამულიას ფილმმა “ბოროტმოქმედი” დაიმსახურა.