9 ნოემბერი, 2019

“ომარ მხეიძე – სად იმალებით?”

"ომარ მხეიძე - სად იმალებით?"ანსამბლ “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე და ჩოხოსანი ომარ მხეიძე დეპუტატ ლადო კახაძესთან ერთად კრიტიკის ობიექტი გახდა.

ილონა ბაცაცაშვილი:

“ჩოხოსნებო: ლადო კახაძე და ომარ მხეიძე – სად ბრძანდებით? სად იმალებით? რა ხდება დედაქალაქში არც გესმით, არც ხედავთ?

თქვენ, ბატონო ლადო, ქართული სუფრის განუმეორებელო თამადავ, ქართული სიტყვის შეუდარებელო ოსტატო, თქვენ, ბატონო ომარ, ქართული ცეკვის სიმბოლო, ქართველი ვაჟკაცის სახე, რას გაჩუმებულხართ, რას დადუმებულხართ, არც სარწმუნეობის შებღალვა გაწუხებთ, არც ქართული ჯიშის გენოციდი, არც თქვენი შთამომავლობის ბედი? თქვენგან რომელიმე თუ გამოხატეთ საკუთარი აზრი, თუ შეგაძრწუნათ პატრიარქზე მიტანილმა ახალმა იერიშმა? თუ გაღელვებთ ჩვენი ახალგაზრდობის განადგურება, გაპიდარასტება, განარკომანება? მაშ სად ხართ, რატომ არ ისმის თქვენი ომახიანი ხმა “სამშობლო განსაცდელშია”.

ბატონო ლადო, ასე თბილია და ასე ტკბილია ის სავარძელი, სადაც ზარ-ზეიმით ჩაბრძანდით? როგორ დაუშვით კინოს სახლში გარყვნილებისა და გათახსირების პროპაგანდის ჩვენება 8 ნოემბერს? თქვენ ხომ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებით, ნუთუ თქვენი მოვალეობა მხოლოდ კუდის ქიცინი და სოლიდური ხელფასის აღებაა.

გეკითხებით ორივე საპატივცემულო ადამიანს, რა გული გიძლებთ, რა ნერვები გაქვთ, რომ ჩოხის ასეთ შეურაცხყოფას, შებილწვას ოლიმპიური სიმშვიდით ხვდებით? თქვენ ხომ წმინდა დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის წევრები ბრძანდებით? მაშინ გაიხედეთ ქართული სამოსი, გააუქმეთ კავშირი და ვისაც გინდათ და რასაც გინდათ “თაყვანი” ეცით.

თქვენნაირმა “მამულიშვილებმა” დაასამარეს საქართველო, მაგრამ არც იოცნებოთ, კიდევ წამოდგება ფეხზე საუკუნეების ეკლიან გზაზე მოსიარულე ივერია და ქართველი ერი.”