8 ნოემბერი, 2019

მოუსმინეთ ჯაბა კილაძეს

მოუსმინეთ ჯაბა კილაძეს!თავისუფალი თეატრის მსახიობს ჯაბა კილაძეს მიაჩნია, რომ ხელოვნებას ჩარჩო და საზღვრები არ გააჩნია. მისთვის მსახიობობა არის პროფესია, რომელმაც არაერთ დიქტატორულ რეჟიმს მოუგრიხა კისერი.

ჯაბა ლევან ვასაძეს და გურამ ფალავანდიშვილს ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაგეგმილი პრემიერის ჩაშლასთან დაკავშირებით საჯაროდ მიმართავს:

“სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩივნოს… სიცოცხლეში აქტიორების გადაკიდებას” – უილიამ შექსპირი.

პატივცემულო ლევან და გურამ! ზუსტად 19 წელია თითქმის ყოველ დღე ვთამაშობ სხვადასხვა პერსონაჟს მათ შორის: მკვლელს, ყაჩაღს მოძალადეს, განსხვავებული ორინტაციის მამაკაცს ანუ გეის, შეყვარებულ გმირს, ქართველ მოქეიფეს და ასე შემდეგ!

ეს არის პროფესია, ეს არის კულტურა, ეს არის თეატრი და კინო! თქვენ ეხებით და ერევით პროფესიაში, სადაც მხოლოდ მაყურებლის სტატუსით უნდა ბრძანდებოდეთ! უგუნურებაა რასაც აპირებთ და დასაწყისი დიდი დაპირისპირების!

ეხლაც რუსთაველს ხომ არ გიკეტავენ? ეს ქვეყანა ყველას გვეყოფა. არ გაქვთ უფლება თქვენ განსაზღვროთ ვინ მართალია და ვინ არა ღმერთის სახელით! ნუ გაიხდით საქვეყნოდ დასაცინად თავს, უბრალოდ თავი დაანებეთ იმ პროფესიას, რომელმაც არაერთ დიქტატორულ რეჟიმს მოუგრიხა კისერი!

ხელოვნებას ჩარჩო და საზღვრები არ გააჩნია!”