4 ნოემბერი, 2019

“მხოლოდ ქართულის” ჟიური ცნობილია

"მხოლოდ ქართულის" ჟიური ცნობილიამუსიკალური შოუს “მხოლოდ ქართულის” მესამე სეზონი “მთავარ არხზე” იწყება.

კონკურსანტებს სამკაციანი ჟიური შეაფასებს მარინა ბერიძის, სოფო ნიჟარაძის და გიორგი უშიკიშვილის შემადგენლობით.

კონკურსანტებს კი მთელი სეზონის განმავლობაში ნიკა გრიგოლია და ილო ბეროშვილი გაამხნევებენ.

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონი სოფო ბათილაშვილმა მოიგო, მეორე სეზონის გამარჯვებული კი გიორგი კელაპტრიშვილი გახდა.