24 ნოემბერი, 2019

მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალში

მერაბ ნინიძე კიდევ ერთ ამერიკულ სერიალშიქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე პოპულარული ამერიკული სერიალის Homeland-ის შემდეგ, კიდევ ერთი ამერიკულ სერიალში მონაწილეობს.

Treadstone – ასე ეწოდება სერიალს. ქართველი მსახიობის მონაწილეობით სერია ეთერში სამშაბათს გავა. სერიალის პირველი სეზონის მეშვიდე სერიის ანონსი საკაბელო არხმა USA Network-მა ინტერნეტში გაავრცელა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის – 2020 წელს მერაბ ნინიძის მონაწილეობით ამერიკული ფილმი Ironbark პრემიერა გაიმართება.