კოკო როინიშვილის ახალი გამოწვევა

კოკო როინიშვილის ახალი გამოწვევამსახიობ კოკო როინიშვილის ცხოვრებაში რეჟისორობასთან ერთად კიდევ ერთი ახალი გამოწვევის ეტაპი დადგა.

კოკო ტელეწამყვანი გახდა და სულ მალე მაყურებელს “მთავარი არხის” გადაცემიდან “შენი დილა” მიესალმება:

“რას ნიშნავს ჩემი დილა? ყოველთვის ახლის საწყისია. ახალი შანსი. ყოველთვის მიყვარდა გათენება. წამი, როდესაც ყველაფერი იცვლება. სიბნელეში იბადება ნათელი და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს მკარნახობს, რომ რაიმე ნეგატიურს აუცილებლად შეცვლის პოზიტიური, ცუდ განწყობას – ხალისი, ბნელს – ნათელი.

ყველა მეუბნება, რომ დილას ადრე გაღვიძება გამიჭირდება. ალბათ… მაგრამ წარმოვიდგენ რომ “შენი დილის” დახმარებით უფრო ხშირად ვნახავ გათენებას და მიხარია ვგრძნობ, რომ ახალ სამყაროში შევდივარ. სრულიად უცხო სამყაროში.

ვნერვიულობ, მაგრამ ეს ის ნერვიულობაა, რომელიც აუცილებლად გაამართლებს… გამიმართლებს.”