21 ნოემბერი, 2019

კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში აჟღერდება

„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ აჟღერდებათბილისში საკონცერტო საღამოების ციკლი – „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ 6 დეკემბერს დაიწყება.

კლასიკური მუსიკის ცენტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე ოთხ დაუვიწყარ საღამოს გამართავს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, საქართველოს მწერალთა სახლთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან პარტნიორობით, წელს მეორედ ჩატარდება პროექტი სახელწოდებით „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“.

პროექტის ფარგლებში დედაქალაქის სხვადასხვა სივრცეში კლასიკური მუსიკის კონცერტების ციკლი 6, 8, 10 და დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები.

კონცერტების ციკლს 6 დეკემბერს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების დუეტი – ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტი ოზგურ აიდინი გახსნიან. როგორც სოლისტი, კოლია ბლახერი უკრავს მსოფლიოში ცნობილ ორკესტრებთან. მათ შორისაა: ბერლინის, დრეზდენის, მიუნხენის, ლონდონის, ჰელსინკის, ოსლოს ფილარმონიის, ჩრდილოეთ გერმანიის რადიოს (NDR) და დასავლეთ გერმანიის რადიოს (WDR) სიმფონიური ორკესტრები და სხვ. გარდა ამისა, ბლახერი სხვადასხვა გამოჩენილ მუსიკოსთან ერთად უკრავს კამერულ მუსიკას. კოლია ბლახერი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა ბერლინში, ჰანს აისლერის სამუსიკო აკადემიაში.

თურქული წარმოშობის ამერიკელი პიანისტი ოზგურ აიდინი 1997 წელს მიუნხენის პრესტიჟული ARD-ის საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული და ტოკიოს „ნიპონის მუსიკალური პრიზის“ მფლობელია.

პირველ საკონცერტო დღეს წარმოდგენილი იქნება: რაველი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის სოლ მაჟორი; ბარტოკი – სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის №1; ბეთჰოვენი – „კროიცერის“ სონატა.

საღამოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს, ია კარგარეთელის 6.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge
ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
კანდელაკის #3 UniPAY
ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
წერეთლის #77ა UniPAY

ფესტივალის მხარდამჭერები:
სასტუმრო IOTA
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი
რადიო “ფორტუნა”
Artarea
პირველი არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი