ხატია ბუნიათიშვილის უდიდესი გამარჯვება

ხატია ბუნიათიშვილის უდიდესი გამარჯვებამსოფლიოში აღიარებული პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის უდიდეს გამარჯვებას უწოდებს საფრანგეთში, პარიზის ფილარმონიაში ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო კონცერტს მისივე კოლეგა ნიკა ნიკვაშვილი:

“სრულიად გასაოცარი კონცერტი იყო! ბეთჰოვენი! ურთულესი პროგრამა, ფენომენალური შესრულებით!

აუდიტორია არ უშვებს სცენიდან, ათჯერ შემოაბრუნეს, ფეხზე დამდგარი მსმენელი არ იშლებოდა! გილოცავ ხატია ამ უდიდეს გამარჯვებას!

ეს კონცერტი ჩემს მეხსიერებაში დარჩება, როგორც ნამდვილი შედევრი!”