1 ნოემბერი, 2019

ილია ჭავჭავაძე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”

ილია ჭავჭავაძის ყველაზე საყურადღებო რჩევა მშობლებსმწერალი და პოეტი ილია ჭავჭავაძე 1858 წელს დაწერილ თავის ერთ-ერთ ლექსში სახელწოდებით “ლოცვა” ღმერთს თავისი მტრების შენდობას სთხოვს:

“მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: “შეუნდე, – არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”