25 ნოემბერი, 2019

გიორგი უშიკიშვილის სამართლიანი მოთხოვნა

გიორგი უშიკიშვილის სამართლიანი მოთხოვნამომღერალ გიორგი უშიკიშვილის მოთხოვნა შეეხება ყველა იმ უწყებას, რომელიც საახალწლოდ ათასობით ლარს ხარჯავს ქალაქის მორთვა-მოკაზმვაში. და ეს მაშინ, როდესაც უამრავი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია და ისინი უმძიმეს დაავადებებს ებრძვიან:

“ამდენი დამატებითი ფინტიკლუშკები რომ არ შეიძინონ ქალაქის საახალწლოდ მოსაწყობად და ბავშვებს დაეხმარონ სიცოცხლეს რომ ებრძვიან, ნუთუ არ შეიძლება?

რა დროს იტალიური ნაძვის ხეა, როდესაც ქვეყანას იმის ფული არ აქვს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვს დაეხმაროს?

მე ჯანმრთელი მომავალი თაობით განათებული ქალაქი და ქვეყანა მინდა და არა ფინტიკლუშკებით.”