17 ნოემბერი, 2019

გიორგი ნაკაშიძე: “რა ვქნათ?!”

გიორგი ნაკაშიძე: "რა ვქნათ?!"კინომსახიობთა თეატრის მსახიობი გიორგი ნაკაშიძე საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის გადარჩენისთვის გაერთიანებას სთხოვს:

“ჩემო საყვარელო მეგობრებო! ბიძინას პარლამენტარები, რომლებმაც ამ საარჩევნო კანონით გადაგვაგდეს, ზუსტად მაგაზე თამაშობენ, რომ იციან რომ იქ, მთავრობის სასახლესთან მიმსვლელი მექანიკურად ნაცის იარლიყით შეიძლება დაბრუნდეს სახლში, მაგას ჩაავლეს და მაგით მანიპულირებენ, არადა აქ მართლა ამომრჩეველს ხმის უფლება ერთმევა.

რა ვქნათ?! ერთი მთავრობის სასახლეა და ტრადიციულად მთელი ჩვენი წინააღმდეგობები მანდ გამოვხატეთ ისტორიულად. მესმის იმისი, ვისაც არ უნდა, რომ ნაცთან ასოცირდეს, მაგრამ ეგ კომპლექსი, მე მგონი, მთავარი საქმისათვის უკან უნდა გადავდოთ და ჩვენი და ჩვენი შვილების საარჩევნო უფლება ამ მართლა მელკი და ცეხავიკი ნაბო.ვარი ბიძინას შნირებისაგან დავიცვათ!
რაც მთავარია, ჩვენი საქართველოა ეხლა გასაჭირში! რომელიც ყველა პარტიულობაზე მაღლაა! უბრალოდ, ამ ბარადავკა შიბზიკამ ჩვენი გაპამპულება გადაწყვიტა.

სოს ძმებო და დებო, სოს პატარა 7-თვიანი პუტინის მაგვარი აფერისტისგან შევეცადოთ რომ გადავარჩინოთ (ეს დაახლოებით იმას ჰგავს, გარეშე მტრები რომ შემოგვესიონ და ჩვენ მარტო იმიტომ არ ვიბრძოლოთ, რომ გვერდზე თანამებრძოლად ვინმე შენთვის მიუღებელი ადამიანები იბრძოდნენ). სოს! საქართველოს უჭირს ჩემო საყვარელო თანამოქალაქენო!”