26 ნოემბერი, 2019

გიორგი კეკელიძის რჩევა თითოეულ ქართველს

გიორგი კეკელიძის რჩევა თითოეულ ქართველსმწერლისა და პოეტის გიორგი კეკელიძის გულწრფელი რჩევა თითოეულ ქართველს და, პირველ რიგში, საკუთარ თავს ეძღვნება:

“თუ გვინდა რომ ხვალ ის ქვეყანა გვერქვას, რომელზეც ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ოცნებობდნენ, რომელსაც ღირსეული ხალხის ერთობა უნდა ერქვას – თითოეული ქართველი, ყოველ ღამით, დასაძინებლად დაწოლისას, წამით მაინც უნდა იხსენებდეს, რომ ზუსტად ამ დროს, რკინის საწოლზე, ცივ საკანში წვება კაცი, რომელსაც ვაჟა გაფრინდაშვილი ჰქვია.

ამას, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები და მერე დანარჩენებს – პათეტიკის და სადღეგრძელოს განცდის გარეშე. რადგან ზოგი ფიქრი მართლა საქმეს უდრის, რადგან ზოგ ფიქრს ცოტა დაძალება და სწავლა უნდა.”