ერლომ ახვლედიანის განსაკუთრებული ჩანაწერი

ერლომ ახვლედიანის განსაკუთრებული ჩანაწერიმწერლისა და სცენარისტის ერლომ ახვლედიანის ჩანაწერებში არის ერთი ამბავი კაცისა, რომელსაც სამშობლო ძალიან უყვარს:

“კაცი იყო, სამშობლო ძალიან უყვარდა.
ჰკითხეს: მაინც როგორ გიყვარს სამშობლოო?
უპასუხა: ძალიან მიყვარსო. მისთვის რას არ მოვიმოქმედებო.
ჰკითხეს: ვთქვათ, შეიტყვე, რომ შენს მოყვასს სამშობლო შენსავით არ უყვარს. რას უზამ?
უპასუხა: სულ ნაკუწ-ნაკუწ ავქნი და ყვავ-ყორნებს გადავუყრი საჯიჯგნადაო.
ჰკითხეს: მის ლამაზ ცოლს რას უზამ?
უპასუხა: ხარჭად დავისვამო.
ჰკითხეს: მის წვრილშვილს რაღას უზამ?
უპასუხა: სტამბულს მონებად დავყიდიო.
ჰკითხეს: მის ეზო-კარს, ყანას, საქონელს და ყოველივეს, რაც მას ეკუთვნის, რას უზამ?
უპასუხა: გავუნაწილებ იმათ, რომელთაც სამშობლო ჩემსავით უყვართო.”