20 ნოემბერი, 2019

ედიშერ მაღალაშვილის შვილს სცემეს

ედიშერ მაღალაშვილის შვილს სცემესმსახიობ ედიშერ მაღალაშვილის შვილს, ცნობილ ნეიროქირურგს გოგი მაღალაშვილს სცემეს.

ინფორმაცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა:

“გამწარებული ვარ.

მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური.

დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!

პ.ს. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა.”

ამბები ჯის ინფორმაციით კი, გოგი მაღალაშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.