15 ნოემბერი, 2019

დიმიტრი ცინცაძის ჰოლივუდური აღიარება

დიმიტრი ცინცაძის ჰოლივუდური აღიარებაქართველი რეჟისორის დიმიტრი ცინცაძის ჰოლივუდური აღიარება მისი დაჯილდოებით დასრულდა.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა. სწორედ ამ ფესტივალზე დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორად აღიარეს ფილმისთვის „შინდისი“ და სპეციალური ჯილდოც გადასცეს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც „შინდისმა“ ფესტივალის გრან პრი და საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო კინოფესტივალზე უმთავრესად ის ფილმები უჩვენეს, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან.

„შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.