26 ნოემბერი, 2019

ბრიუსელის კონკურსის ლაურეატების კონცერტი მწერალთა სახლში

ბრიუსელის კონკურსის ლაურეატების კონცერტი მწერალთა სახლში8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელსაც ელისო ვირსალაძის ცენტრი წარმოგვიდგენს.

საკონცერტო სერიის “კლასიკული მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში” მსმენელის წინაშე წარსდგებიან კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე), რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები – მევიოლინეები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა.

კონცერტზე შესრულდება: მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №1 სი ბემოლ მაჟორი; მოცარტი – კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის №5 ლა მაჟორი; ბახი – კონცერტი ორი ვიოლინოსა და სიმებიანი ორკესტრისათვის რე მინორი; სარასატე – ნავარა.

ჯულია პუსკერმა საერთაშორისო ყურადღება 2019 წელს ბრიუსელში დედოფალ ელისაბედის სახელობის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიპყრო. ინგლისური მუსიკალური ჟურნალი „სტრედი“ მისი შესრულების „ჯადოსნურ სისადავეზე“ წერდა, ხოლო ბელგიური გაზეთი „ლა ლიბრი“ მას ვიოლინოს ჭეშმარიტ „არისტოკრატად“ მოიხსენიებდა.

ევა რაბჩევსკას კი მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, როგორებიცაა პირველი პრიზი კაროლ ლიპინსკის და ჰენრიკ ვინიავსკის სახელობის ახალგაზრდა მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე ლუბლინში, პოლონეთი (2015), და პირველი პრიზი საერთაშორისო კონკურსზე „ახალგაზრდა ვირტუოზები“ სოფიაში, ბულგარეთი (2017)..

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge
ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
კანდელაკის #3 UniPAY
ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
წერეთლის #77ა UniPAY

ფესტივალის მხარდამჭერები:
სასტუმრო IOTA
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი
რადიო “ფორტუნა”
Artarea
პირველი არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი