ბესო ზანგური: “გამოფხიზლდით!”

ბესო ზანგური: "გამოფხიზლდით!"რუსთაველის თეატრის მსახიობი ბესო ზანგური გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს იმათ, ვისაც შეუძლია, რომ მსახიობებს ხელფასები მოუმატოს:

“რუსთაველის თეატრს ბოლოს ხელფასი იცით ვინ მოუმატა? ნიკა რურუამ! თითი, ხელი კი არა, თითი არ გაგინძრევიათ კულტურაში. ხმას ნუ იღებთ საერთოდ. მეტი საქმე არ მაქვს ავტომატი ავიღო და ქუჩაში გავიდე 30 მილიონერის დასაცავად. გამოფხიზლდით, დარეკეთ, დაასაქმეთ, მიდექით-მოდექით, გაიღეთ შტატი, სისხლის გაღებას ხომ არ გთხოვთ, რაც შეგიძლიათ იმას გთხოვთ.

მოუმატეთ ხელფასები მსახიობებს! ნუ წუწუნებთ თითიდან გამოწოვილი პრობლემებით! მოუმატეთ, ნუ შეჭამეთ მართლა და მართლა გული უკვე.”