ბესიკ ხარანაულის მთავარი მცნება

ბესიკ ხარანაულის აღსარებამწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის მთავარი მცნება მისი შემოქმედებაა, მისი სათქმელია იმ თითოეული მკითხველისათვის, რომლებიც მის ახალ-ახალ ნაწარმოებები მოუთმენლად ელიან.

შემოქმედი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ცხოვრება მძიმე ლოდია, მაგრამ მაინც – ყოველი დილა გაზაფხულია:

“ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ.
თუმცა უკვალოდ არ ჩაუვლია,
თუმცა ნაცარი დატოვა გულში,
მაგრამ ნაცარი უაზრობის კვალი როდია,
იქ რაღაც იწვოდა,
იცოდა ღმერთმა, რომ ცხოვრება მძიმე ლოდია,
ტანჯვა როა, იცოდა და გამოგვიწოდა ეს იმედი,
რომელიც გულში, როგორც ნაცარში ნაღვერდალი, დამარხულია.
ყოველი დილა გაზაფხულია,
რადგანაც იგი არ არის გუშინ.”