24 ნოემბერი, 2019

ბექა გოჩიაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება

ბექა გოჩიაშვილის არაჩვეულებრივი შესრულებაპიანისტ ბექა გოჩიაშვილს დიდი მომავალი ჯერ კიდევ სულ პატარას უწინასწარმეტყველეს. მისი სახელი და გვარი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და მსოფლიო ჯაზის სამყაროში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.

დღეს ბექა უკრავს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან და საქართველოს სახელს კიდევ უფრო ბევრ ადამიანს აცნობს. მის კონცერტებზე თითქმის არასდროს არის თავისუფალი ადგილი, დარბაზში მუდამ ანშლაგია და უდიდეს სიამოვნებას იღებს მსმენელი, ვინც ქართველი უნიჭიერესი პიანისტის მოსასმენად მიდის.

“Blue-Note” – ასე ეწოდება ჩანაწერს, რომელიც პიანისტმა თავად გაავრცელა. მისი მოსმენისას კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ბექა გოჩიაშვილი ნამდვილი ადამიანი-დღესასწაულია.