21 ნოემბერი, 2019

არაჩვეულებრივი იდეა ნიკა აგლაძისთვის

არაჩვეულებრივი იდეა ნიკა აგლაძისთვისინტელექტუალური თამაშის “რა? სად? როდის?” ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშის ნიკა აგლაძისთვის მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს მხარდამჭერი ტურნირი ჩაატარონ.

ნიკა ებრძვის თავის ტვინის კავერნომას და მას ესაჭიროება ჩვენი დახმარება. თურქეთში განხორციელებულმა ოპერაციამ გამა-დანის მეშვეობით სასურველი შედეგი არ მოიტანა. საჭიროა ძვირადღირებული ოპერაცია გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში.

გიორგობა დღეს, 23 ნოემბერს, შაბათს, კავკასიის უნივერსიტეტში 14 საათზე ჩატარდება ნიკა აგლაძის მხარდამჭერი ტურნირი, რომლის მთელი შემოსავალიც მოხმარდება ნიკას მკურნალობას.

კითხვების რაოდენობა – 48, მთავარი რედაქტორები: გიორგი მოსიძე და გიორგი გვეტაძე.

შეკითხვებს მოამზადებს მრავალრიცხოვან ავტორთა ჯგუფი. თუ ვინმეს სურს ამ ფორმითაც მონაწილეობა, შეუძლია დაუკავშირდეს გიორგი გვეტაძეს და მიაწოდოს შეკითხვები.

ტურნირის წამყვანი ნიკას თანაგუნდელი ელიტარულ ტელე-კლუბში დავით გორგილაძე იქნება.

ტურნირში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა უნდა შეიტანონ 50 ან მეტი ლარი ნიკა აგლაძის ანგარიშებზე:
თი-ბი-სი: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
საქართველოს ბანკი: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე (ნიკას და)
დანიშნულებაში მიუთითეთ “ნიკასთვის”.

გუნდებს აგრეთვე შეუძლიათ ქეში თანხა შეიტანონ სამდივნოში ტურნირის დაწყების წინ.