2 ოქტომბერი, 2019

ზეწოლა ეკა ჩხეიძეზე

ზეწოლა ეკა ჩხეიძეზემარჯანიშვილის თეატრის მსახიობ ეკა ჩხეიძეზე ზეწოლა განხორციელდა. ხელოვანს 56 წლის უჩა მიშველიძე დაჟინებით სთხოვდა დაქორწინებას. უარის შემთხვევაში თავის მოკვლით იმუქრებოდა.

28 სექტემბერს, დღის საათებში, უჩა მიშველიძე ქრადიციულად დახვდა ეკა ჩხეიძეს საცხოვრებელ სახლთან და პნევმატური იარაღიდან გაისროლა. მსახიობმა 112-ში დარეკა. უჩა მიშველიძე ადგილზე დააკავეს. მან ბრალი აღიარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქორწინების იძულებას გულისხმობს და 2 წლამდე პატიმრობას და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს.

უჩა მიშველიძეს სასამართლომ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მაესტრო“ ავრცელებს.